იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
დისკუსია ნარკოტიკების პოლიტიკასა და გამოწვევებზე

 ნარკოტიკების პოლიტიკა - გამოწვევები და საფრთხეები - ასეთი იყო, 24 მაისს,  საქართველოში საფრანგეთის  საელჩოს  შიდა უსაფრთხოების ატაშესა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების შეხვედრის  თემა.

ბრუნო ბალდუკი, საფრანგეთ-საქართველოს ურთიერთგაცვლისა და ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, დაინტერესებულ პირებს  ნარკოტიკების გავრცელების გზებზე, ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მეთოდებსა და ნარკოტიკების გეოპოლიტიკაზე ესაუბრა.   

     გაიმართა   დოკუმენტური ფილმის პრეზენტაციაც, რომელიც შეხვედრის მთავარ თემას შეეხებოდა.

     თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფრანგულ მხარესთან სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, მევენახეობა-მეღვინეობისა და ტურიზმის მიმართულებით  აქტიურად  თანამშრომლობს.

 
მნახველთა რაოდენობა: 3939
 
 
 
 
2024 მაისი
1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.