იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ტრენინგი ,,SuToMa“- ს ფარგლებში

საერთაშორისო პროექტის-,,SuToMa“- ფარგლებში, 18-22 იანვარს სომხეთში, სამთო-სათხილამურო კურორტ ,,წაღკაძორში,“ გამართულ ტრენინგში იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ტურიზმის მიმართულების ასოცირებული პროფესორი თამარ თამარაშვილი და ამავე ფაკულტეტის სტუდენტები იმყოფებოდნენ.
ტრენინგის თემა იყო – ,,ახალი მოდულების განვითარება საერთაშორისო საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისთვის მდგრადი ტურიზმის მართვაში“ (მოდული I).
სტუდენტებმა გერმანელი ტრენერებისგან (პროექტის კოორდინატორი-გილა ალტმანი და დოქტორი კნუტ შერჰაგი) მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს პროექტის ძირითადი საფუძვლების, მდგრადი ტურიზმის მართვის და ამ კუთხით ევროპული გამოცდილების შესახებ. ტრენინგი აგრეთვე ითვალისწინებდა პრაქტიკულ მეცადინეობებს და ექსკურსიებს.
ღონისძიებაში, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებთან: ,,თესაუ“-სთან და ,,ილიაუნ“-თან ერთად, ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები და პროფესორები მონაწილეობდნენ. ტრენინგი წარმატებული იყო თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, რომლებიც შესაბამისი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 12506
 
 
 
 
2024 მარტი

2

3

5

8

9

10

11

16

17

18

19

21

23

24

26

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.