იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
კამპანია - „ევროპა სახლია“

    მთელი საქართველოს მასშტაბით, მიმდინარეობს კამპანია- „ევროპა სახლია“. კამპანია იმართება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარტისა და საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირი სშესახებ პარტნიორობით. კამპანიის მხარდამჭერია ლიბერთი ბანკი. კამპანიის განმახორციელებელია სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN).

     კამპანიის მიზანია რეგიონებში მოსახლეობას მიეწოდოს ინფორმაცია უვიზო მიმოსვლი სშესახებ. საინფორმაციო შეხვედრებზე მოსახლეობას დაურიგდება საინფორმაციო ბროშურები -„რა უნდა ვიცოდეთ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესახებ“ და შესაძლებლობა ექნებათ, იხილონ ვიდეორგოლები უვიზომი მოსვლის, არადოკუმენტირებული მიგრაციისა და რეინტეგრაციის თაობაზე.

   კახეთის რეგიონში კამპანიის ჩატარებაში ჩართულია „რეგიონის განვითარების ცენტრი“.

 „რეგიონის განვითარების ცენტრს“ სურვილი აქვს, აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, შეხვდეს თელავის უნივერსიტეტის სტუდენტებს და მიაწოდოს ინფორმაციის  უვიზო მიმოსვლის საკითხებზე.

    უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებსაც აღნიშნულ ღონისძიებაზე დასწრების სურვილი აქვთ, უნდა დარეგისტრირდნენ 30 ოქტომბრამდე, შესაბამისი ფაკულტეტების დეკანატებში.

 
მნახველთა რაოდენობა: 5354
 
 
 
 
2024 მარტი

2

3

5

8

9

10

11

16

17

18

19

21

23

24

26

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.