იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
„ტურიზმის განვითარების პერსპექტივები სამცხე-ჯავახეთში, ქვემო და შიდა ქართლში“- კონფერენცია ბორჯომში

    სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ატარებს რიგით მესამე რეგიონალურ კონფერენციას თემაზე- „ტურიზმის განვითარების პერსპექტივები სამცხე-ჯავახეთში, ქვემო და შიდა ქართლში“. კონფერენცია 2017 წლის 23 სექტემბერს ქ.ბორჯომში გაიმართება.
     კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ამ რეგიონებში ტურიზმის განვითარებით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს.
      ნაშრომები უნდა იყოს ინდივიდუალურად შესრულებული (მოცულობა 5-10 გვერდის ფარგლებში) და ემსახურებოდეს საქართველოს ტურიზმის სტრატეგიაში წარმოდგენილ რვა სტრატეგიული მიზნიდან ერთ-ერთის ან რამდენიმეს შესრულებას.
    ნაშრომების გაგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: tourismconference@gnta.ge.
    ნაშრომების გაგზავნის ბოლო ვადაა 11 სექტემბერი.
   

     კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე:
www.gnta.ge/regional-tourism-development-samtskhe-javakheti-shida-kartli

     დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ კონფერენციის Facebook გვერდს: https://www.facebook.com/gntaconference

 
მნახველთა რაოდენობა: 5469
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'