იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ჩეხეთის მთავრობის სტიპენდიები

2018-2019 აკადემიური სასწავლო წლისათვის  ჩეხეთის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს  შვიდ  სტიპენდიას სთავაზობს.

ორი სტიპენდია  აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი. გამოყოფილი სტიპენდიებიდან ოთხი  გაიცემა ჩეხურენოვანი პროგრამისათვის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის  საფეხურებზე, ხოლო სამი - ინგლისურენოვან პროგრამაზე მაგისტრატურისა და დოქტურანტურის საფეხურებზე.

 ჩეხურენოვანი პროგრამისათვის რეკომენდებული სპეციალობები:

მედიცინა (სასურველია ონკოლოგია), ტექნიკური მეცნიერებები, ინჟინერია, ეკონომიკა, ჰიდროგეოლოგია, მეტეოროლოგია, საინჟინრო გეოლოგია, ქიმია.  

 ინგლისურენოვანი პროგრამისათვის რეკომენდებული სპეციალობები:

ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ინფორმატიკა, გარემოს დაცვის მეცნიერებები და ელექტროინჟინერია.

დეტალური ინფორმაცია, სტიპენდიისა და რეგისტრაციის პროცესის შესახებ, შეგიძლიათ  იხილოთ საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს ვებ-გვერდზე: 

http://www.mzv.cz/tbilisi/en/culture_and_education/czech_government_offers_scholarships_for2.html

 
მნახველთა რაოდენობა: 13445
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.