იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
„მტკიცებულება და პოლიტიკის მესამე საზაფხულო სკოლა“

2017 წლის 6-8 სექტემბერს, სლოვაკეთის ქალაქ სენეცში, ევროკომისიის ერთობლივი კვლევის ცენტრი (JRC) გეგმავს „მტკიცებულება და პოლიტიკის მესამე საზაფხულო სკოლის“ ჩატარებას.  ეს გახლავთ პროფესიული ტრენინგი, რომლის დროსაც გადაწყვეტილების მიმღებები და მკვლევრები ერთად შეისწავლიან, თუ როგორ გამოიყენონ მტკიცებულებები ეფექტიანი პოლიტიკის განხორციელებისათვის.

   წლევანდელი ტრენინგი ჩატარდება სლოვაკიაში და მასში მონაწილეობას მიიღებენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ასევე, ევროკავშირის სამეზობლო ქვეყნების პოლიტიკის განმახორციელებლები (Policymakers) და მეცნიერები. საზაფხულო სკოლაში ძირითადი ყურადღება დაეთმობა პოლიტიკის წარმართვის პროცესში კვლევების გამოყენებას მიგრაციისა და დემოგრაფიული ცვლილებების საკითხებში. ამ სტრატეგიულ სფეროში მონაცემები ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო და დამაბნეველია, ამიტომაც სახელმწიფო მოხელეებისა და მკვლევრებისათვის  მნიშვნელოვანია, შეიძინონ მეცნიერების გამოყენების უნარები გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

    პროგრამა შემუშავებულია ევროკომისიის მიგრაციისა და დემოგრაფიის ცენტრთან ერთად. იგი განსაკუთრებით საინტერესო იქნება იმ მეცნიერებისა და პოლიტიკის განმახორციელებლებისათვის,   რომლებიც ზემოაღნიშნულ რეგიონებში ამ თემატური  მიმართულებით მუშაობენ.

    საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ მიგრაციისა და დემოგრაფიული ცვლილებების დამწყებ და  კარიერის საშუალო ეტაპზე მყოფ  მკვლევრებს, აგრეთვე პოლიტიკის განმახორციელებლებს.

    ევროკომისია სრულად დააფინანსებს საქართველოდან შერჩეულ კანდიდატების საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მგზავრობის, საცხოვრებლისა და კვების ხარჯებს.

მონაწილეები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:

     მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ისეთ სამეცნიერო სფეროს ან საჯარო სექტორში,  რომლებიც დაკავშირებულია მიგრაციისა და დემოგრაფიული ცვლილებების საკითხებთან;

    ძლიერი მოტივაცია, ფაქტებზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელების კუთხით.

  იყოს საქართველოს მოქალაქე;

  ინგლისურის სრულყოფილად ცოდნა;

სემინარში ბოლომდე მონაწილეობის მიღება.

     აპლიკაციების წარდგენა შესაძლებელია 25 ივნისამდე,  ევროკომისიის ვებგვერდზე შემდეგ ბმულზე.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველები სააპლიკაციო ფორმის შესავსებად უნდა გადავიდნენ ამ ბმულზე. აპლიკანტებმა უნდა ატვირთონ მოკლე ბიოგრაფია (CV, მაქს. 2 გვ) და 500 სიტყვიანი სამოტივაციო წერილი.

 
მნახველთა რაოდენობა: 13320
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.