იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
კონკურსი თესაუ-ს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე

       სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, ინკლუზიური პროფესიული  განათლების სპეციალისტის  ვაკანტური ადგილის დასაკავებლად.

  • საბუთების შემოტანის ვადა-  2017 წლის 10 აპრილიდან 19 აპრილის ჩათვლით, 10.00 -17.00 საათამდე, დასვენების დღეების გარდა. საბუთების მიღება იწარმოებს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრში ( I კორპუსი,  I სართული, ოთახი N19);
  • კომისიის მიერ საბუთების გადარჩევა და კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება 2017 წლის 20 აპრილს ;
  • ინკლუზიური პროფესიული  განათლების სპეციალისტის  თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება 350 (სამას ორმოცდაათი ლარის) ოდენობით (უნივერსიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტის და /ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტის არსებობის შემთხვევაში).
  •  
  • წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

– ავტობიოგრაფია;

– სამოტივაციო წერილი;

– სარეკომენდაციო წერილი დასაქმების ადგილიდან (არსეობის შემთხვევაში);

– პირადობის მოწმობის ასლი;

– განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (დიპლომის ასლი);

– კვალიფიკაციის სხვა დამადასტურებელი დოკუმენტები;

_ განცხადება რექტორის  სახელზე.

 

კონკურსის პირობები:

მაქსიმალური საკონკურსო ქულა - 50 ქულა

  • საკვალიფიკაციო მოთხოვნები

პროფესია- ფსიქოლოგი/მასწავლებელი/სპეც.მასწავლებელი -10 ქულა

საგანმანათლებლო ხარისხი- მაგისტრის ან ბაკალავრის ხარისხი სოციალურ მეცნიერებებში- 10 ქულა

სამუშაო გამოცდილება- მუშაობის არა უმცირეს ერთწლიანი გამოცდილება ინკლუზიური განათლების სფეროში  - 20 ქულა

უცხო ენა -10 ქულა

უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც დამატებით აქვს: 

-         გავლილი სპეც.  მასწავლებლის პროფესიული განვითარების შესავალი კურსი და აღებული აქვს სერტიფიკატი.

– სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა განათლების, ფუნქციური მხარდაჭერის გამოცდილება პროფესიული განთლების მიღებისა და დასაქმების პროცესში;

დამატებით აქვს პროფესიული განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება.

 
მნახველთა რაოდენობა: 5843
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'