იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საინფორმაციო შეხვედრა განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის შესახებ

განათლების საერთაშორისო ცენტრი 2016-2017 სასწავლო წლისთვის სასტიპენდიო პროგრამას აცხადებს. ამასთან დაკავშირებით,  4 მაისს, 13:00 საათზე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტშიგაიმართება საინფორმაციო შეხვედრა.

 საინფორმაციო შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ, წინასწარ გამოგვიგზავნოთ სახელი გვარი და პირადი ნომერი

 შემდეგ ელ - ფოსტაზე:IECMEETINGS@IEC.GOV.GE

დეტალებთან დაკავშირებით,  დაუკავშირდეთ ეკა კვიტაშვილს:

მობ:    +99577 17 80 64

  

განათლების საერთაშორისო ცენტრი 2016-2017 სასწავლო წლისთვის საზღვარგარეთ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებსა 

დასახელმწიფო დაწესებულებაში დასაქმებულ

 პირთათვის 

კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთაგანაცხადების მიღებას იწყებს. 

განაცხადების წარმოდგენის ვადაა - 26 აპრილიდან - 27 მაისის  ჩათვლით (19:00 სთ), 2016.

კონკურსი სამეტაპიანია, რაც დოკუმენტების ადმინისტრაციულ გადახედვას, განაცხადის შინაარსობრივ შეფასებასა და კომისიასთან აპლიკანტის პირად გასაუბრებას გულისხმობს. დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი

და შესაბამისი დოკუმენტაცია ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით 

უნდა წარმოადგინონ  ( https://app.iec.gov.ge/ ).
ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა კონკურსანტს საშუალებას აძლევს, ელ. განაცხადი ეტაპობრივად შეავსოს ან/და შეცვალოს საკონკურსოვადის ამოწურვამდე.  საკონკურსო ვადის ამოწურვისთანავე სარეგისტრაციო ფორმა იხურება და კონკურსანტი ვეღარ შეძლებს მისრედაქტირებას.

2016-2017 სასწავლო წლისათვის,  სასტიპენდიო პროგრამის  ფარგლებში, პრიორიტეტულად განისაზღვრა შემდეგი პროგრამულიმი მართულებები/სპეციალობები:

  • აგრარული მეცნიერებანი;
  • განათლება; ინჟინერია;
  • მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი;
  • სოციალური მეცნიერებები;
  • ჰუმანიტარული მეცნიერებანი;
  • სამართალი;
  • არქიტექტურა;
  • საჯარო მმართველობა;
  • მენეჯმენტი.

 

აპლიკანტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას განათლების საერთაშორისო ცენტრის კომისია იღებს. თითოეული კონკურსანტის შეფასებას კომისიის წევრები წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აწარმოებენ. 
უპირატესობა მიენიჭებათ იმ კონკურსანტებს, რომელთაც გააჩნიათ ინსტიტუციური თანადაფინანსება ან/და პირველად გეგმავენ სწავლის გაგრძელებას საზღვარგარეთ,  აგრეთვე, სოციალურად დაუცველის, შეზღუდული შესაძლებლობების და იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი. კონკურსის მსვლელობისას მხედველობაში მიიღება ინფორმაცია კონკურსანტის სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაობის შესახებ.

საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის (დოკუმენტაციის ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე http://iec.gov.ge/4272მიზანია ქვეყნის განვითარებისათვის პრიორიტეტულ დარგებში მაღალკვალიფიციური, საერთაშორისოდ აღიარებული აკადემიური ხარისხის მქონე კადრების მომზადება. პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები, პირადობის ნეიტრალური 

მოწმობისა დანეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირები, რომლებიც ჩაირიცხნენ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ამ სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებებზე/სპეციალობებზე.

კერძოდ, პირი, რომელსაც: 
· მოპოვებული აქვს ბაკალავრის ან/და შემდგომი საფეხურის აკადემიური ხარისხი;
· სწავლობს ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე;
· სწავლობს უცხოეთის უნივერსიტეტში, პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამაზე და ითხოვსმომდევნო სასწავლო წლის დაფინანსებას.

საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა (დოკუმენტაციის ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე http://iec.gov.ge/4256საჯარო სამსახურის მაღალკვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფის მიზნით, კონკურსის წესით სახელმწიფო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთათვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამების დაფინანსებას ითვალისწინებს. ამ სასტიპენდიო პროგრამის მეშვეობით სახელმწიფო დაწესებულებაში დასაქმებული პირები შეძლებენ საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის გავლის გზით თეორიული ცოდნის,

პრაქტიკული უნარების, პროფესიული ჩვევების გაუმჯობესებას. კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის შინაარსი და თემატიკა უნდა

შეესაბამებოდეს დაკავებული თანამდებობით დაკისრებულ საქმიანობის შინაარსს.
განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2014-16 წლებში 200-მდე საქართველოს მოქალაქეს დაუმტკიცდა სასწავლო სტიპენდია. მათმა ნაწილმა უკვე დაასრულა საზღვარგარეთ სწავლა, დაბრუნდა ქვეყანაში და მიღებული ცოდნის რეალიზებას საკუთარ ქვეყანაში განაგრძობს.

 

 

 

 
მნახველთა რაოდენობა: 6284
 
 
 
 
2024 მარტი

2

3

5

8

9

10

11

16

17

18

19

21

23

24

26

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.