იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
კომპანია „მოგო“, აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე, თელავში.

„მოგო“ არის საერთაშორისო ჯგუფში „Eleving“ შემავალი კომპანია. Eleving ჯგუფი აერთიანებს  საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 3 კონტინენტზე   სატრანსპორტო საშუალებებისა და სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით. კომპანია Mogo დაარსდა 2012 წელს ლატვიაში, სწრაფად გადაიქცა მრავალ ბრენდულ ჯგუფად და, 2020 წლიდან, ზედიზედ ორი წლის განმავლობაში  Financial Times-ის  1000 ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიათა სიაშია. ამჟამად Eleving ჯგუფში დასაქმებულია 2500-ზე მეტი თანამშრომელი.

მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ კომპანიის ვებ-გვერდი https://www.mogo.ge/

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კლიენტთა მომსახურება;
  • კომპანიის პროდუქტების შეთავაზება/გაყიდვები;
  • ლიზინგის განაცხადების მომზადებადამუშავება და კომიტეტზე წარდგენა;
  • კომიტეტის დადასტურების შემთხვევაში ლიზინგის გაცემა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • ბაზისური ინგლისური / რუსული ენის ცოდნა.

 

დამატებითი მოთხოვნები:

  • მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები;
  • გაყიდვების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მოქნილობა, ოპერატიულობა, დისციპლინა და ყურადღება დეტალების მიმართ.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი საერთაშორისო კომპანიის თანამშრომელი;
  • პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
  • ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიულ ტრენინგებს;

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ  შემდეგი ლინკის საშუალებით  - 

 

https://talent.sage.hr/jobs/52dd2c58-c442-4059-8d5f-c7832a7188df

 

ა.წ. 30 აპრილის ჩათვლით

გისურვებთ წარმატებას!

 
მნახველთა რაოდენობა: 238
 
 
 
 
2024 მაისი
1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.