იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ახალგაზრდა მეცნიერთა V საერთაშორისო ინტერდისციპლინური სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, 2023 წლის 7-9 ივლისს გაიმართება ახალგაზრდა მეცნიერთა V საერთაშორისო ინტერდისციპლინური  სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში (www.isysh.tsu.ge).  სიმპოზიუმის  ძირითადი მიმართულებაა კულტურის კვლევები.

ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოველწლიურად ტარდება. სიმპოზიუმში მონაწილეობას იღებენ სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევრები როგორც თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებიდან (ილიაუნი, კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, საპატრიარქოს უნივერსიტეტი და სხვ.), ისე საქართველოს რეგიონების უნივერსიტეტებიდან (ბათუმის, ქუთაისის და სხვ.) და საზღვარგარეთის სასწავლო და სამეცნიერო ცენტრებიდან (აშშ, იტალია, გერმანია, პოლონეთი, ესტონეთი, სომხეთი და სხვ.).

სიმპოზიუმში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც  როგორც დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს, ასევე მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ახალგაზრდა მეცნიერებს.

სიმპოზიუმის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო.

ძირითადი სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.

რეგლამენტი:

მოხსენება – 20  წუთი;

მსჯელობა – 10 წუთი.

თეზისები განსახილველად გადაეცემა სიმპოზიუმის სარეცენზიო კომისიას. 

თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადა –  28 თებერვალი, 2023.

დეტალური ინფორმაცია სიმპოზიუმისა და მისი თემატიკის შესახებ იხილეთ თანდართულ ფაილში.

 
მნახველთა რაოდენობა: 3506
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'