იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის გაფორმებული განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, ჩინეთის მთავრობა გამოყოფს 20 სრულ სტიპენდიას ქართველი სტუდენტებისთვის.
სასტიპენდიო პროგრამაში ჩართულია ჩინეთის 279 უნივერსიტეტი. ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები მოიცავს საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და სამეცნიერო (მკვლევარი, უფროსი მკვლევარი-General Scholar, Senior Scholar) პროგრამებს შემდეგ მიმართულებებში: მეცნიერება, ინჟინერია, სოფლის მეურნეობა, მედიცინა, ეკონომიკა, სამართალი, მენეჯმენტი, განათლება, ისტორია, ლიტერატურა, ფილოსოფია და სახვითი ხელოვნება (http://www.csc.edu.cn/laihuahttp://www.campuschina.org).
დეტალური ინფორმაცია ჩინეთის მთავრობის სტიპენდიასთან დაკავშირებულ საკითხებზე (კანდიდატის კრიტერიუმები, საბუთების ნუსხა, სააპლიკაციო პროცესი და ა.შ.) შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:
http://www.csc.edu.cn/laihua/newsdetailen.aspx?cid=66&id=3074
http://www.csc.edu.cn/laihua/scholarshipdetailen.aspx?cid=97&id=2070
http://www.csc.edu.cn/laihua/scholarshipdetailen.aspx?cid=97&id=3157
სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ბმულზე:Medical Examination form

 
მნახველთა რაოდენობა: 16731
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.