გვაქვს პატივი მოგიწვიოთ საერთაშორისო პროექტის ,,ინოვაციური აგროტექნოლოგიების ინტეგრირება საგანმანათლებლო პროგრამებში“ (CIF) ფარგლებში დაგეგმილ სამეცნიერო კონფერენციაზე ,,თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სოფლის მეურნეობაში“ რომელიც გაიმართება 2025 წლის 27 და 28 მარტს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია აგრარული დარგის შესაბამის აკადემიურ პერსონალს, მეცნიერებსა და დოქტორანტებს.
კონფერენცია მოიცავს პლენარულ მოხსენებებს და ჩატარდება ჰიბრიდულ რეჟიმში (პირისპირ და ონლაინ), სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური.
კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა (დაფინანსებულია პროექტის მიერ).
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა საკონფერენციო თემის თეზისი უნდა გამოაგზავნოს მიმდინარე წლის 28 თებერვლის ჩათვლით მისამართზე elene.dzamiashvili@tesau.edu.ge
საკონფერენციო თეზისები გამოქვეყნდება ელექტრონული კრებულის სახით. კონფერენციის მონაწილეები მიიღებენ ორენოვან (ქართულ და ინგლისურ) სერტიფიკატს.
მომხსენებელთა შერჩევა თეზისების მიხედვით და ელ.ფოსტით ინფორმირება განხორციელდება 2025 წლის 10 მარტის ჩათვლით.
თესიზი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენაზე.
თეზისი უნდა მოიცავდეს შემდეგ კომპონენტებს:
მოხსენების სათაური (მაქსიმუმ 15 სიტყვა);
მომხსენებლის სახელი, გვარი, სამეცნიერო ხარისხი, თანამდებობა, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა;
საკვანძო სიტყვების რაოდენობა - 5;
თითოეულ თეზისში (ქართული, ინგლისური) სიტყვების მაქსიმალური რაოდენობა - 300. შრიფტი Sylfaen, ფონტის ზომა - 12. სტრიქონებს შორის ინტერვალი - 1,0; სტანდარტული მინდვრები: მარცხენა - 3 სმ, მარჯვენა - 1,5 სმ, ზედა - 2 სმ, ქვედა - 2 სმ;
კონფერენცია მოიცავს პლენარულ მოხსენებებს და შემეცნებით ტურს.