იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
მეხილეობით დაინტერესებული პირების საყურადღებოდ!

ხილის, კერძოდ, ატმისა და გარგარის მწარმოებელი პირებისათვის იგეგმება ტრენინგი, რომელსაც იტალიელი პროფესორი, დავიდე ნერი ჩაატარებს.

დავიდე ნერი იტალიის მარკეს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და გარემოსდაცვითი მეცნიერებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მრავალწლიანი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების მქონე, მეხილეობით დარგში FAO-ს საერთაშორისო კონსულტანტია.

ტრენინგში მონაწილეობა შეუძლიათ უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს.

ტრენინგები გაიმართება გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, 17 და 18 ივნისის, 09:30 – 17:00 საათამდე, სასტუმრო Ampelo Resort- ში.

დაინტერესებულმა პირებმა მიმართეთ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანატს.

 
მნახველთა რაოდენობა: 1723
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.