ცნობილი ქართველი მწერალი რატი ამაღლობელი 21 დეკემბერს, პროექტის -„ქართველი მწერლები ევროპული ღირებულებებისთვის“ -ფარგლებში, თესაუ-ს სტუდენტებს შეხვდა.
შეხვედრა ღია დისკუსიის ფორმატში წარიმართა.
პროექტის მიზანია ევროპულ ფასეულობათა პოპულარიზაცია საქართველოს, განსაკუთრებით კი, რეგიონების მოზარდებსა და ახალგაზრდებში.
შეხვედრას იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და საჯარო სკოლების მოსწავლეები დაესწრნენ.
პროექტმა- „ქართველი მწერლები ევროპული ღირებულებებისთვის,“ -რომელიც ევროპის ფონდის მხარდაჭერით, თსუ-ს თანამშრომელთა და ა(ა)იპ-ის- „განათლება ყველა ბავშვს“ -ორგანიზებით, 2017 წლის სექტემბრიდან ხორციელდება, უკვე მოიცვა აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის სახელმწიფო უნივერსიტეტები და საჯარო სკოლები.