იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პროექტმა - „ქართველ მეცნიერ-ისტორიკოსთა ეპისტოლური მემკვიდრეობის აკადემიური გამოცემა (I-II ტომები)“ - 2017 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტი მოიპოვა.
პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელის, პროფესორ გიორგი გოცირიძის, განცხადებით, ქართველ ისტორიკოსთა ეპისტოლური მემკვიდრეობის ერთ გამოცემაში თავმოყრას, წმინდა წყაროთმცოდნეობითი თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
პროექტის მიზანია მე-19 საუკუნის 70-იანი წლებიდან მე-20 საუკუნის 60-იანი წლების ჩათვლით მოღვაწე ქართველ მეცნიერ-ისტორიკოსთა წერილების თავმოყრა-სისტემატიზაცია, მათი მეცნიერული შესწავლა და გამოცემა.