18 დეკემბერს, თესაუ-ში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართა.
კონცერტში მონაწილეობა სტუდენტებმა მიიღეს და დამსწრე საზოგადოებას სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ნომრები შესთავაზეს.
როგორც სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა, თენგიზ კუკუნაშვილმა, განაცხადა, ღონისძიება წინასაახალწლო განწყობის შესაქმნელად დაიგეგმა.
კონცერტს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ალექსანდრე მოსიაშვილი, სტუდენტები და თესაუ-ს თანამშრომლები დაესწრნენ.