18 დეკემბერს, ევროპული კავშირის კვლევების ასოციაციასთან (EUSA) თანამშრომლობით, ევროკავშირის Erasmus+ -ის პროგრამის პროექტის- „ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესახებ ცნობიერების ამაღლება საქართველოს აკადემიურ წრეებში“-ფარგლებში, თესაუ-ში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
საჯარო ლექციის თემა იყო -„ევროკავშირი და საქართველო - მითები და რეალობა, მზარდი ანტიდასავლური პროპაგანდის ფონზე“.
შეხვედრის ბოლოს მოხდა საინიციატივო კლუბის ფორმირება, რომელიც სამოქალაქო საქამიანობას მუნიციპალიტეტის მასშტაბით გააგრძელებს.
შეხვედრას თესაუ-ს სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.