იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ წარმომადგენლების ტრენინგი თესაუ-ში

     14-15 დეკემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის  სახელმწიფო  უნივერსიტეტში,  ,,ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ ტრენერები  მოდულური პროგრამების განმახორციელებელი  საგანმანათლებლო  დაწესებულებების  თანამშრომლებს შეხვდნენ.

      ორდღიანი  ტრენინგის  ფარგლებში,  ცენტრის წარმომადგენლები,  მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის  ექსპერტებთან ერთად, შეხვედრის მონაწილეებს  საგნობრივი პროგრამებიდან მოდულურ  პროფესიულ  პროგრამებზე  გადასვლის შესახებ  ესუბრნენ, რომელიც  2019 წლის იანვრიდან განხორციელდება.

   ტრენინგს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის,   კოლეჯი ,,პრესტიჟი“-ს,  კოლეჯი ,,აისი“-ს  და გურჯაანის მრავალპროფილიანი კოლეჯის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4247