იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს--აირჩიე 071!
ნათელა ბაღათრიშვილს განათლების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა

      15 დეკემბერს, იაკობ  გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის    განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე,  ნათელა ბაღათრიშვილის დისერტაციის დაცვა გაიმართა.

      კვლევის თემაა -,,საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა კომპეტენციების განვითარება კვლევაზე დაფუძნებული სწავლებისას" ( სამეცნიერო ხელმძღვანელი- ფიზიკა- მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი მარინა კაპანაძე).

     სადისერტაციო ნაშრომის ძირითადი მიზანია განისაზღვროს, პროექტის დანერგვის პროცესში, როგორ შეიცვალა მონაწილე მასწავლებელთა მიდგომები კვლევაზე დაფუძნებული სწავლების მიმართ, რამდენად განვითარდა მათი კვლევითი უნარ-ჩვევები და რამდენად აქტიურად ნერგავენ ყოველდღიურ პრაქტიკაში კვლევით პროექტებსა და კვლევით აქტივობებს.

    ნათელა ბაღათრიშვილს განათლების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.

 
მნახველთა რაოდენობა: 5499
 
 
 
 

2026 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.