იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საჯარო ლექცია ვიზალიბერალიზაციის თემაზე

      14 დეკემბერს, თესაუ-ში, ფონდი ,,ღია საზოგადოება-საქართველოს“ ევროინტეგრაციის  პროგრამის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხიკვაძემ, ვიზალიბერალიზაციის თემაზე საჯარო ლექცია გამართა.

       შეხვედრაზე საუბარი ვიზალიბერალიზაციის პროცესის ისტორიას, ამ მიმართულებით განხორციელებულ ორმხრივ ღონისძიებებს და  მიღებულ კანონებს შეეხო, რის შედეგადაც,ქართული კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას დაუახლოვდა.

       ივანე ჩხიკვაძემ ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. როგორც  ,,ღია საზოგადოება-საქართველოს“  წარმომადგენელმა აღნიშნა,  უვიზო მიმოსვლა ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის და ვაჭრობის განვითარებას და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებშიც.

     ლექციას თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ალექსანდრე მოსიაშვილი და თესაუ-ს სტუდენტები დაესწრნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 4969