იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
„ციფრული აბორიგენები - ჩვენ ბუკელები ვართ ... ეპიზოდი მეორე“-კონფერენცია თესაუ-ში

    13  დეკემბერს,  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  კონფერენცია-„ციფრული აბორიგენები - ჩვენ ბუკელები ვართ ... ეპიზოდი მეორე“-ჩატარდა, რომელიც   საჯარო სკოლების V-VI კლასების მოსწავლეთა  საუკეთესო, ორიგინალური ნაშრომების წარმოჩენას ისახავდა მიზნად.  

      შეხვედრის დასაწყისში  კონფერენციის ორგანიზატორმა, თესაუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, მარიამ ზაქარიაშვილმა, ღონისძიების  დღის წესრიგსა და  ამოცანებზე ისაუბრა.

     კონფერენცია, რომლის თემატური მიმართულებები  კომპიუტერული გრაფიკა, ელექტრონული,  ანიმაციური პრეზენტაციები და Web-დიზაინი იყო,  პლენარულ და სექციურ მუშაობას ითვალისწინებდა.

     როგორც შეხვედრაზე აღინიშნა,  კონფერენცია  ხელს  შეუწყობს მოსწავლეთა ციფრული  ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების ამაღლებას და  უნივერსიტეტისა და სკოლის ურთიერთთანამშრომლობის განვითარებას.

    კონფერენციის მონაწილეები  სერტიფიკატებით და  სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

   ღონისძიებას იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ირმა შიოშვილი, თესაუ-ს პროფესორები და საჯარო სკოლების   პედაგოგები დაესწრნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 4922