იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
რაოდენობრივი კვლევითი მეთოდები სოციალურ მეცნიერებაში-ტრენინგი თესაუ-ში

        7 -10  დეკემბერს,  იაკობ გოგებაშვილის სახელობის  თელავის სახელმწიფო უნივეტსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე,  ,,ნოუ ჰაუ ტრენინგ- ცენტრის“   ტრენინგი- ,, რაოდენობრივი კვლევითი მეთოდები სოციალურ მეცნიერებაში“-მიმდინარეობს.

     ტრენერებმა:  ამერიკელმა  დოქტორმა როის ჯეფერსონ ჯორჯმა და დოქტორმა  დავით დარსაველიძემ  შეხვედრაზე კვლევის დაგეგმვაზე,  განხორციელებაზე და  მონაცემების დამუშავებაზე  ისაუბრეს. როგორც ტრენინგზე აღინიშნა, რაოდენობრივი კვლევის მეთოდები საშუალებას იძლევა, სწორად განხორციელებული შერჩევის შემთხვევაში, მოსახლეობის ფართო ჯგუფებზე  მოხდეს შედეგების განზოგადება.

     ტრენინგების პროგრამა განკუთვნილია  უნივერსიტეტების  პროფესორებისთვის და  დამწყები მკვლევარებისთვის, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემს, თანმიმდევრულად გაიარონ რაოდენობრივი კვლევის თითოეული ეტაპი, კვლევის დიზაინით დაწყებული  და  კვლევის ანგარიშით დასრულებული, ასევე, დაეხმარება დამოუკიდებელი კვლევის დაგეგმვასა და განხორციელებაში. 

 
მნახველთა რაოდენობა: 4006