6 დეკემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით, სისხლის უანგარო დონაცია ჩატარდა. თესაუ-ს ნაციონალური სისხლის ბანკის წარმომადგენლები სტუმრობდნენ.
აქციაში- ,,გაიღე სისხლი! შენთვის წვეთი სხვისთვის სიცოცხლეა“- მონაწილეობა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და თანამშრომლებმა მიიღეს.
როგორც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა, თენგიზ კუკუნაშვილმა, აღნიშნა, თესაუ-ში მსგავსი აქცია მეორედ ტარდება და მომავალშიც გაიმართება.
სისხლის უანგარო დონაცია საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში პერმანენტულად მიმდინარეობს და მისი მიზანი სისხლის უანგარო დონორობის პოპულარიზაციაა.