შვედური ინსტიტუტის კურსდამთავრებულთა ასოციაცია საქართველოში, შვედური ინსტიტუტის (SI) და შვედეთის სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტების ინფორმირების მიზნით, ახორციელებს შვედეთის მთავრობის სტიპენდიების პროექტს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, შვედური ინსტიტუტის კურსდამთავრებულთა ასოციაციამ 28 ნოემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი იყო შვედური ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული სასწავლო, გაცვლითი და სტაჟირების პროგრამების ხელმისაწვდომობა.
მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, მიეღოთ შვედეთში სწავლისთვის საჭირო ინფორმაცია სააპლიკაციო პროცესის, სტიპენდიების და აღნიშნულ ქვეყანაში სწავლის უპირატესობების შესახებ.
SI-ს ვისბის რეგიონის სტიპენდია განკუთვნილია სამაგისტრო, სადოქტორო და პოსტ- სადოქტორი პროგრამებისთვის.