იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების სადიპლომო ნამუშევრების დაცვა

     28 ნოემბერს,  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში,   განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის-ტანსაცმლის მხატვრული კონსტრუირების სპეციალიტის-IV საფეხურის სტუდენტების სადიპლომო  ნამუშევრების დაცვა  გაიმართა.

     სტუდენტებმა   მათ მიერ შექმნილი ტანსაცმლის ესკიზების კოლექცია  კომისიას წარუდგინეს, რომელსაც   პროგრამის ხელმძღვანელი დარეჯან გაგნიძე ხელმძღვანელობდა.  ექსპოზიციის  თემატიკა  რეტროს, თანამედროვეობას და სხვა მიმართულებებს  მოიცავდა.

    ჩვენებაში  მონაწილეობა  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხუთმა სტუდენტმა მიიღო.

 
მნახველთა რაოდენობა: 3516
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.