24 ნოემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა ცნობილი თელაველი ფრენბურთელის, ზალიკო მაისურაძის, სახელობის ვაჟთა რეგიონული ტურნირი ფრენბურთში.
შეჯიბრში მონაწილეობას თესაუ-ს, დედოფლისწყაროს, გურჯაანის და თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯლის გუნდები იღებდნენ.
ფინალში ერთმანეთს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის და დედოფლისწყაროს ფრენბურთელები დაუპირისპირდნენ. საბოლოოდ, გამარჯვება თესაუ-ს სტუდენტებმა მოიპოვეს, რომლებსაც თასი და სიგელები გადაეცათ.
ტურნირი, რომელიც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა, ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველ წელს გაიმართება.