21 ნოემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პოეზიის საღამო ჩატარდა.
ღონისძიებაში მონაწილეობა თესაუ-ს სტუდენტებმა მიიღეს. ახალგაზრდებმა გალაქტიონ ტაბიძის ლექსები წაიკითხეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს.
პოეზიის საღამო დისკუსიამ დაასრულა, რომელიც გალაქტიონის ცხოვრების გზას ეხებოდა.
ღონისძიების ორგანიზატორები თესაუ-ს სტუდენტური ერთობა, კულტურის სამსახურის, მხატვრული კითხვის და მუსიკალური წრეების ხელმძღვანელები იყვნენ.