იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის წარმომადგენლების საინფორმაციო შეხვედრა თესაუ-ში

    21 ნოემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო  უნივერსიტეტში, მომხმარებელთა  ინტერესების  საზოგადოებრივი  დამცველის სამსახურის წარმომადგენლებმა  საინფორმაციო  შეხვედრა  გამართეს.

    სტუმრები სტუდენტებს  მომხმარებელთა  ინტერესების  საზოგადოებრივი  დამცველის ფუნქციების,  კომპეტენციების,  მომხმარებელთა უფლებების,  მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის საჭირო პროცედურების  და  სხვა თემების შესახებ ესაუბრნენ.

     საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნულ კომისიასთან  მოქმედი  მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური ს მიზანია ელექტრონული კომუნიკაციებისა  და მაუწყებლობის სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა. 

 
მნახველთა რაოდენობა: 3754
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.