,,კრედო ბანკმა“ 21 ნოემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დასაქმების ფორუმი გამართა.
თესაუ-ს სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ ინფორმაცია ბანკის საქმიანობის შესახებ. ,,კრედო ბანკის“ წარმომადგენლებმა ჩაატარეს მასტერკლასი სივის შედგენის და გასაუბრებაზე თავის წარმოჩენის შესახებ.
დასაქმების ფორუმის ფარგლებში, ბანკის თანამშრომლები უნივერსიტეტის სტუდენტებს ვაკანსიებზე და დასაქმების რეალურ შესაძლებლობებზე ესაუბრნენ.
როგორც ფორუმზე აღინიშნა, ,,კრედო ბანკი", რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამსაქმებელია საქართველოში, თანამშრომლებს შერჩევის გამჭვირვალობას და კარიერულ წინსვლას სთავაზობს.