იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ცნობილი ქართველი მხატვრების გამოფენა თესაუ-ში

     17 ნოემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  ცნობილი ქართველი მხატვრების, ნინო ჩაკვეტაძის და ბუბა არაბულის, ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.

     ექსპოზიციაზე, ასევე, წარმოდგენილი იყო თელავის სამხატვრო სკოლის ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრებიც. ღონისძიებას მუსიკალურად  სოფო მუშკუდიანი აფორმებდა.

     გამოფენას თესაუ-ს რექტორის მოადგილე ალექსანდრე მოსიაშვილი, უნივერსიტეტის თანამშრომლები, სტუდენტები და  ადგილობრივი ხელისუფლების კულტურის სამსახურის  წარმომადგენლები დაესწრნენ.

     ღონისძიების ორგანიზატორები არიან არიან თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები: თამარ ღურწკაია და მაია ახალკაციშვილი.

 
მნახველთა რაოდენობა: 4036
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.