იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობის მე-4 კურსის სტუდენტი, ზურაბ სპანდერაშვილი, ხელოვნების მე-5 საერთაშორისო კონკურს-ფესტივალის გამარჯვებული გახდა.
ფესტივალი ,,ფაზისი“ 3-7 ნოემბერს ფოთში ჩატადა. კონკურსზე, რომელშიც მონაწილეობას პოლონეთის, ბულგარეთის, ისრაელის, ლიტვის, ლატვიის, რუსეთის, ბელორუსიის, სომხეთის და სხვა ქვეყნების მომღერლები იღებდნენ, თესაუ-ს სტუდენტმა I ადგილი დაიკავა (პედაგოგი-თინათინ ნათელაძე).
ზურაბ სპანდერაშვილს ამ დრომდე უკვე ჰქონდა წარმატებული გამოსვლები ბათუმის, პრაღის და ფოთის საერთაშორისო კონკურსებზე, სადაც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა საპრიზო ადგილები დაიკავა.