იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს სტუდენტი ხელოვნების მე-5 საერთაშორისო კონკურს-ფესტივალის გამარჯვებული გახდა

   იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობის მე-4 კურსის სტუდენტი, ზურაბ სპანდერაშვილი,  ხელოვნების მე-5  საერთაშორისო კონკურს-ფესტივალის  გამარჯვებული გახდა.

     ფესტივალი ,,ფაზისი“ 3-7 ნოემბერს ფოთში ჩატადა. კონკურსზე, რომელშიც მონაწილეობას პოლონეთის,  ბულგარეთის, ისრაელის, ლიტვის, ლატვიის, რუსეთის, ბელორუსიის, სომხეთის და სხვა ქვეყნების მომღერლები იღებდნენ,  თესაუ-ს სტუდენტმა I ადგილი დაიკავა (პედაგოგი-თინათინ ნათელაძე).

      ზურაბ სპანდერაშვილს ამ დრომდე უკვე ჰქონდა  წარმატებული გამოსვლები  ბათუმის, პრაღის და ფოთის საერთაშორისო კონკურსებზე, სადაც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა  საპრიზო ადგილები  დაიკავა.

 
მნახველთა რაოდენობა: 4031
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.