იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ცნობილ ქართველ ქიმიკოსს, გიული ანდრონიკაშვილს, თელავის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.
თესაუ-ს პროფესორს ჯილდო ,,ერეკლეობის“ დღესასწაულზე ქალაქ თელავის მერმა, პლატონ კალმახელიძემ, გადასცა.
გიული ანდრონიკაშვილთან ერთად, თელავის საპატიო მოქალაქეებად თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორი, გურამ ურჩუხიშვილი, კომპოზიტორი ჯუმბერ სახეიშვილი, ქირურგი გურამ ძამუნაშვილი, ნევროპათოლოგი ეთერ პაპავა და ევროპის ჩემპიონი ცურვაში, თინათინ ლეკვეიშვილი, დასახელდნენ.
,,ერეკლეობა“ 7 ნოემბერს, თელავში, თელაველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენით, ხალხური რეწვის, მუსიკალური, ,,სოფლის ნობათის“ პავილიონებით, გალა კონცერტით და სხვა კულტურული ღონისძიებებით აღინიშნა.