იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს სტუდენტების წარმატება ტურიზმის რეგიონულ კონფერენციაში

      2017 წლის  4 ნოემბერს,   საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ყვარელში, სასტუმრო ,,ედემში,“ რეგიონული კონფერენცია-  ,,ტურიზმის  განვითარების პერსპექტივები მცხეთა მთიანეთსა და კახეთში’’-ჩატარდა.

     იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან კონფერენციაში მონაწილეობა   სოციალურ მეცნიერებათა  ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა და ასოცირებულმა პროფესორმა თამარ თამარაშვილმა  (ჟიურის შემადგენლობაში) მიიღეს.

        წარდგენილი იყო ორი მოხსენება: ,,ბიოდინამიკური მეურნეობა - ახალი მიმართულება ტურისტულ ბიზნესში‘‘ (ბიზნესის   ადმინისტრირების მე-4 კურსის სტუდენტი  ანა ციხისთავი, ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი მაია ალადაშვილი).

     მეორე მოხსენება -,,ღვინის ტურიზმი კახეთში ყვარლის მაგალითზე ‘’- ტურიზმის სპეციალობის  მე-4 კურსის სტუდენტმა, მარი სეფაშვილმა, წარადგინა (ხელმძღვანელი -ასოცირებული პროფესორი ნანული ხიზანიშვილი). 

      ჟიურის  მოწონება და  მაღალი შეფასება   ანა ციხისთავის  მოხსენებამ დაიმსახურა. ანამ   მეორე ადგილი დაიკავა. მას  შესაძლებლობა მიეცა, უფასოდ გაიაროს  2 თვიანი  სასწავლო კურსი  თბილისში, ტურიზმის სააგენტოში,- DISCOVER GEORGIA - Travel in Georgia.

     სტუდენტებს  სერთიფიკატები გადაეცათ.

 
მნახველთა რაოდენობა: 4161