6 ნოემბერს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა სემინარი თემაზე- „საქართველოში შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა.“
შეხვედრაზე ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტმა, გიორგი ახმეტელმა, შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე, სამედიცინო და სოციალურ მიდგომებს შორის განსხვავებებზე ისაუბრა და მსმენელებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, მაკკეინის ინსტიტუტში, მიღებული გამოცდილება გაუზიარა.
სემინარის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია- „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“. ორგანიზაცია წარმოადგენს შშმ პირთა მოძრაობას და 2010 წლიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მუშაობს.