2 -6 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში,კომპანია ,,AVENTROSarl”-ის , ,, აგროცენტრი’’-ს და შპს ,,Альпика Агро’’-ის ორგანიზებით, გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია ყურძნის გაშენება-დამუშავების დარგის სპეციალისტებისთვის.
კონფერენციის თემა იყო ,,ინოვაციური ტექნოლოგიები და ტენდენციები თანამედროვე მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარებასა და ჩამოყალიბებაში“.
კონფერენციის პროგრამის ფარგლებში, საუბარი შეეხო საქართველოს და სხვა ქვეყნების ყურძნის მზარდი ტექნოლოგიების თვისებებს, ჯიშებს, ბიოპროდუქციის თავისებურებებს, პესტიციდებს, ტრადიციებს და ინოვაციებს.
საერთაშორისო კონფერენციაში საქართველოს, მოლდოვას, ჩეხეთის და სხვა ქვეყნების მეღვინეობა-მევენახეობის დარგის სპეციალისტები მონაწილოებდნენ.