3 ნოემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თესაუ-ს განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევნები გაიმართა.
არჩევნების შედეგად, აღნიშნულ თანამდებობაზე ასოცირებული პროფესორი ნინო ბასილაშვილი აირჩიეს.
საარჩევნო პროცესში მონაწილეობა 15 -დან 14-მა ამომრჩეველმა მიიღო და ყველა მათგანმა ხმა ნინო ბასილაშვილს მისცა.