2 ნოემბერს, თესაუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, ღონისძიება -,,საუბრები აფხაზეთზე“-გაიმართა.
სტუდენტებმა მოხსენებები აფხაზეთის ომის თემატიკაზე წაიკითხეს.
ღონისძიების ფარგლებში, ნაჩვენები იყო ქართველი ჟურნალისტის, მაია ღუბელაძის, მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი ,,ანაბეჭდი“. ფილმი აფხაზეთის ომის მონაწილე გმირების 3 განსხვავებული ისტორიის შესახებ მოგვითხრობს.
შეხვედრაში მონაწილეობა საბავშვო ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,შავლეგომ“ მიიღო (სამხატვრო ხელმძღვანელი-გოჩა ბიძინაშვილი) და პატრიოტულ თემაზე შექმნილი სიმღერები შეასრულა.
,,საუბრები აფხაზეთზე“ აფხაზეთის ომის თემაზე დისკუსიით დასრულდა.
ღონისძიებას თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ალექსანდრე მოსიაშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნინო კოჭლოშვილი, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები დაესწრნენ.