იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუში გარე და შიდა მობილობა დაიწყო!                         
საინფორმაციო შეხვედრა ნარკოტიკული დანაშაულის თემაზე

        30  ოქტომბერს, თელავის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, პროექტის- ,,საზოგადოებრივი პროკურატურა'' ფარგლებში,  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ნარკოტიკული დანაშაულის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა  გაიმართა.

     შეხვედრაზე, ძირითადად, საუბარი იყო  ნარკოტიკული საშუალების სახეობებზე,   ნარკოტიკების მოხმარების  უარყოფით შედეგებზე, ნარკოტიკულ დანაშაულსა და   სასჯელზე. 

   პრეზენტაციაზე საქართველოს მთავარი პროკურატურის და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამომწვევი მიზეზების კვლევის შედეგებზეც ისაუბრეს.

 
მნახველთა რაოდენობა: 5232
 
 
 
 

2026 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.