იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,კულტურათაშორისი დიალოგები"-საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თესაუ-ში

  27  ოქტომბერს,  იაკობ გოგებაშვილის სახელობის  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში,   მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია-,,კულტურათაშორისი დიალოგები"-ჩატარდა, რომელშიც თესაუ-სთან ერთად, მონაწილეობას  საქართველოს, იტალიის, ესპანეთის, პოლონეთის, იაპონიის, აშშ-ს, თურქეთის, უკრაინის,  და მსოფლიოს სხვა  წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერები იღებდნენ.

      ღონისძიების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირმა შიოშვილი, თანათავმჯდომარეები: რექტორის მოადგილე, პროფესორი ნუნუ გელდიაშვილი და  თესაუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, პროფესორი მანანა ღარიბაშვილი.

      კონფერენცია რექტორის მოადგილემ, ნუნუ გელდიაშვილმა, გახსნა.  მონაწილეებს უნივერსიტეტის რექტორმა, ირმა შიოშვილმა, კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის სამმართველოს უფროსმა, ვალერიან გობრონიძემ მიმართეს. გამომსვლელებმა  საერთაშორისო კონფერენციის ამოცანებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

       მოგვიანებით, კონფერენციის მუშაობამ, სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით, სექციებში გადაინაცვლა.  საკონფერენციო პროგრამა კახეთის რეგიონის გაცნობას და სხვა კულტურულ ღონისძიებებს ითვალისწინებს.

       პროექტის მხარდამჭერი და თანაორგანიზატორია კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია, მხარდამჭერი- შპს ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია (GWS).

      კონფერენცია მიზნად ისახავს  ქართველ და უცხოელ მეცნიერთა დაახლოებას, საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაცია/დამკვიდრებას, თანამშრომლობას,  მეცნიერების ამა თუ იმ დარგის განვითარება/პოპულარიზაციას და მეცნიერებაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას.

 
მნახველთა რაოდენობა: 6296
 
 
 
 
2024 მარტი

2

5

6

8

9

10

11

12

13

15

16

20

22

23

24

26

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.