პროექტის- ,,ჩვენ მზად ვართ! განათლება უსაფრთხოებისთვის, კატასტროფის რისკის შემცირება, ინკლუზიური მიდგომოთ“- ფარგლებში, 27 ოქტომბერს, თესაუ-ს II კორპუსში, ჩატარდა ევაკუაციის სიმულაცია.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტები და თანამშრომლები.
პროექტს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ,,არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი“ (ASB), ევროპის სამოქალაქო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალური დირექტორატის ფინანსური მხარდაჭერით, DIPECHO IV ფაზის ფარგლებში, ახორციელებს .
პროგრამის მთავარი მიზანია კატასტროფის რისკის შემცირების თემატიკის აქტუალიზაცია და ინსტიტუციონალიზაცია საგანმანათლებლო სექტორში, სასწავლო კურსის დანერგვა სამიზნე უნივერსიტეტებში, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების შესაძლებლობების ამაღლება და მათი აქტიური მონაწილების უზრუნველყოფა კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებში.