თესაუ-ს წარმომადგენლები ბერლინის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები,  საერთაშორისო პროექტის- „უნისონი“- ფარგლებში, ბერლინის  გამოყენებით მეცნიერებათა  უნივერსიტეტში შეხვედრას დაესწრნენ.  მონაწილეები  უნივერსიტეტებსა და მათი შვილობილი კომპანიების დაარსებისა და განვითარების ეტაპებს, ურთიერთობის   სამართლებლივ წესებს და სხვა საინტერესო საკთხებს გაეცნენ.

თესაუ-ს დელეგაციამ,  სხვადასხვა ევროპული ქვეყნების უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, ბერლინის ჰუმბოლტის უნივერსიტეტის ტექნოპარკი დაათვალიერა და უნივერსიტეტისა და  აღნიშნული ცენტრის  მუშაობის პრინციპებს გაეცნო. შეხვედრის მონაწილეებმა  სხვადასხვა ცნობილი და ახლად დაარსებული კომპანიებიც დაათვალიერეს და მათი უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის ფორმებსა და სტანდარტებზე იმსჯელეს.

თესაუ უნივერსიტეტებისა და კომპანიების ურთიერთობის ევროპული გამოცდილების  დანერგვას უახლოეს მომავალში აპირებს. 

 
მნახველთა რაოდენობა: 380
 
 
 
 
2017 ნოემბერი

4

5

11

12

13

14

15

16

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30


2017 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.