26 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კამპანიის-,,ჩვენ მზად ვართ“- ფარგლებში, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ- ,,არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი“ (ASB საქართველო), ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ერთდღიანი სამუშაო შეხვედრა ჩაატარა.
აღნიშნულ შეხვედრაში, საქართველოს უნივერსიტეტებთან ერთად, მონაწილეობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებიც იღებდნენ.
ღონისძიებაზე 6 სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსის- ,,კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით“ -დანერგვის დროს წარმოქმნილი პრობლემები, საუკეთესო პრაქტიკა და მიღებული გაკვეთილები განიხილეს, ასევე, შემუშავდა რეკომენდაციები.
აღნიშნული შეხვედრა ASB საქართველოს მიერ, ევროპის სამოქალაქო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალური დირექტორატის ფინანსური მხარდაჭერით, DIPECHO IV ფაზის მიმდინარე პროექტის -„ჩვენ მზად ვართ! განათლება უსაფრთხოებისთვის, კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით“- ფარგლებში ჩატარდა.
პროგრამის მთავარი მიზანია კატასტროფის რისკის შემცირების თემატიკის აქტუალიზაცია და ინსტიტუციონალიზაცია საგანმანათლებლო სექტორში, სასწავლო კურსის დანერგვა სამიზნე უნივერსიტეტებში და სხვა.