23 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე, გაიმართა ბარიშ დემირის დისერტაციის დაცვა თემაზე -,,საქართველოში ერთიანი ქართულ-თურქული საგანმანათლებლო კულტურული სივრცის ფორმირების კონცეფცია“.
სადისერტაციო ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია პროფესორი გურამ ჩაჩანიძე.
ნაშრომის ძირითადი ამოცანაა ერთიანი ქართულ-თურქული საგანმანათლებლო კულტურული სივრცის ფორმირების და მისი ეფექტური ფუნქციონირების ძირითადი მაჩვენებლების და კრიტერიუმების განსაზღვრა; საგანმანათლებლო-კულტურული სივრცის რესურსების სისტემატიზირება; ერთიანი ქართულ-თურქული საგანმანათლებლო-კულტურული სივრცის ეფექტური ფუნქციონირების ხელისშემწყობი საინფორმაციო სისტემის კონცეფციის აგება.
ბარიშ დემირის, განათლების მეცნიერებების სპეციალობაში, განათლების დოქტორის აკადემიური ხარისხის მიენიჭა.