იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს--აირჩიე 071!
ბარიშ დემირის განათლების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა

    23 ოქტომბერს,  იაკობ  გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის    განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე, გაიმართა ბარიშ დემირის დისერტაციის დაცვა თემაზე -,,საქართველოში ერთიანი ქართულ-თურქული საგანმანათლებლო კულტურული სივრცის ფორმირების კონცეფცია“.

     სადისერტაციო ნაშრომის   სამეცნიერო ხელმძღვანელია პროფესორი გურამ ჩაჩანიძე.

     ნაშრომის ძირითადი ამოცანაა ერთიანი ქართულ-თურქული საგანმანათლებლო კულტურული სივრცის ფორმირების და მისი ეფექტური ფუნქციონირების ძირითადი მაჩვენებლების და კრიტერიუმების განსაზღვრა; საგანმანათლებლო-კულტურული სივრცის რესურსების სისტემატიზირება; ერთიანი ქართულ-თურქული საგანმანათლებლო-კულტურული სივრცის ეფექტური ფუნქციონირების ხელისშემწყობი საინფორმაციო სისტემის კონცეფციის აგება.

     ბარიშ დემირის,  განათლების მეცნიერებების სპეციალობაში, განათლების დოქტორის აკადემიური ხარისხის მიენიჭა.  

 
მნახველთა რაოდენობა: 4984
 
 
 
 

2026 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.