იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ესპანური კომპანია ALN-ის წარმომადგენლები თესაუ-ში

     ბიოორგანული  და ჰორმონალური  მცენარეთა დაცვის საშუალებათა  მწარმოებელმა ესპანურმა კომპანიამ  ( ALN )  19 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის  სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

       კომპანიის წარმომადგენლებმა,  რაულ და რუბენ  მენდესებმა,  პრეზენტაციაზე  ALN-ის  მიერ წარმოებული და საქართველოში  აპრობირებული პროდუქციის  შესახებ ისაუბრეს, რომელსაც   ევროპული და ამერიკული ბიოორგანული სერტიფიკატები აქვს.

       2014  წლიდან დღემდე,  საქართველოს სხვადასხვა  კუთხეში  და მათ შორის,  თელავში,  ALN-ის   წარმოებულ  პროდუქციას  ტესტირება ,  შპს ,,საქართველოს აგრარული გაერთიანების“  მეცნიერ-თანამშრომელთა  კონტროლის ქვეშ,   უტარდება.  უახლოეს მომავალში  კი,  ესპანური  კომპანიის   ბიოორგანული  და ჰორმონალური  მცენარეთა დაცვის საშუალებების რეალიზება  კახეთის  რეგიონში  განხორციელდება.

     შეხვედრას  თესაუ-ს აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები, სტუდენტები , სოფლის მეურნეობის  სამინისტროს  კახეთის რეგიონული სამმართველოს, მუნიციპალიტეტების საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგემლები და დაინტერესებული ფერმერები დაესწრნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 3574