იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
„ბუნებრივი რესურსებით ეკოპროდუქტების წარმოების მიზნით, მოსწავლეებში კვლევითი უნარების გამომუშავება მიკრობიოლოგიური და ბიოქიმიური კვლევების მეშვეობით“,-პროექტის პირველი სამუშაო შეხვედრა თესაუ-ში

     2017 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში-  „მეცნიერება იწყება სკოლიდან-კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“- 20 საკონკურსო პროექტს შორის თელავის სახელმწიფო  უნივერსიტეტისა და ერეკლე მეორეს სახელობის თელავის #1 საჯარო  სკოლის ერთობლივმა   პროექტმა გაიმარჯვა.

     აღნიშნული პროექტის ფარგლებში, თესაუ-ში, 11 ოქტომბერს, პირველი სამუშაო შეხვედრა  სამუშაო  პროექტში ჩართული თელავის №1 და №7 საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის  გაიმართა.

      შეხვედრას პროექტის ხელმძღვანელი,  თელავის №1 საჯარო სკოლის უფროსი მასწავლებელი, თესაუ-ს მოწვეული მასწავლებელი ნანა გარჯიკაული უძღვებოდა, რომელმაც მოსწავლეებს  პროექტის მიზანი და ამოცანები გააცნო.

     საჯარო  სკოლების მოსწავლეებს  ინფორმაცია მათთვის საინტერესო თემებზე   აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა მანანა კევლიშვილმა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ლამარა ზუროშვილმა მიაწოდეს.  მოგვიანებით, მოსწავლეებმა  თესაუ-ს ლაბორატორიები დაათვალიერეს და  შემდგომი კვლევებისთვის მზაობა გამოთქვეს.

        შეხვედრას  პროექტში მონაწილე მეცნიერი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მაგდა დავითაშვილი და პროექტის ასისტენტი, თესაუ-ს განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი ნათელა ბაღათრიშვილი ესწრებოდნენ.

        პროექტი, სახელწოდებით, „ბუნებრივი რესურსებით ეკოპროდუქტების წარმოების მიზნით მოსწავლეებში კვლევითი უნარების გამომუშავება მიკრობიოლოგიური და ბიოქიმიური კვლევების მეშვეობით“, საჯარო სკოლებში მეცნიერული კვლევა-ძიების  უნარების განვითარებას, მოსწავლეების სამეცნიერო კვლევებში ჩართულობის ინტერესის ამაღლებასა და არასამიზნე სკოლებში ქსელური მუშაობის განვითარებას ისახავს მიზნად.

      თელავის სახელნწიფო უნივერსიტეტისა და თელავის საჯარო სკოლების ერთობლივი პროექტი  2018 წლის მაისში დასრულდება.

 
მნახველთა რაოდენობა: 4346