5 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, თესაუ-ში, ღონისძიება- ,,ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქტის წარმოება“-გაიმართა.
ფაკულტეტის დეკანმა, მანანა კევლიშვილმა, პროფესორებთან, სტუდენტებთან და სჯარო სკოლების მოსწავლეებთან ერთად, ნიტრატების შემცველობა იმ პროდუქტებში განსაზღვრა, რომლებსაც ყოველდღიურად მოვიხმართ. აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენლებმა სადემონსტრაციო ნაკვეთში მოყვანილი და აგრარულ ბაზარში შეძენილი პროდუქტების ეკოლოგიური მდგომარეობა შეამოწმეს, ერთმანეთს შეადარეს და შედეგების საქსტანდარტის ნორმებთან შესაბამისობა განსაზღვრეს.
ექსპერიმენტის შედეგების მიხედვით, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადემონსტრაციო ნაკვეთში მოყვანილი პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთა აღმოჩნდა, რასაც ვერ ვიტყვით ბაზარში შეძენილ, ნიტრატებით დაბინძურებულ ბოსტნეულზე.
ღონისძიება, რომელსაც თესაუ-ს რექტორის მოადგილე ნუნუ გელდიაშვილი დაესწრო, ,,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017“-ის ფარგლებში გაიმართა.