,,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო სამეცნიერო ფესტივალი 2017“-ის ფარგლებში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის საელმწიფო უნივერსიტეტში კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართა. 5 ოქტომბერს, თესაუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის ტრენინგი - ,,ელექტრონული სახელმძღვანელოების შექმნა და გამოყენების მეთოდები“-ასოცირებულმა პროფესორმა სვიმონ ოხანაშვილმა ჩაატარა.
ტრენინგზე საუბარი ელექტრონული წიგნების და სახელმძღვანელოების შექმნის თანამედროვე ტექნოლოგიებს, თანამედროვე კომპიუტერის შესაძლებლობებს, წიგნების წამკითხავ მოწყობილობებს, ინტერნეტში საჭირო მასალების მოძიებას და სხვა საკითხებს შეეხო.
შეხვედრას თესაუ-ს რექტორის მოადგილე ნუნუ გელდიაშვილი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი მაგდა დავითაშვილი, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ.