იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
კონფერენცია- „ნარჩენებისა და ტყის მდგრადი მართვა“

    ,,მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017-ის ფარგლებში”, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, 2017 წლის 4 ოქტომბერს  ჩატარდა კონფერენცია - „ნარჩენებისა და ტყის მდგრადი მართვა“.   

     ღონისძიების დასაწყისში თესაუ-ს რექტორის მოადგილემ, ნუნუ გელდიაშვილმა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, მაგდა დავითაშვილმა,  კონფერენციის მიზნებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

      კონფერენციაში თესაუ-ს სტუდენტები და საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ  საპრეზენტაციო ნაშრომებს, ნარჩენების და ტყის მართვის მიმართულებით,  კონფერენციის ორგანიზატორმა, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) კოორდინატორმა  კახეთის რეგიონში და ადგილობრივი გარემოსდაცვითი ორგანიზაცია ,,საქართველოს ბუნების მოყვარულთა საზოგადოების“ ხელმძღვანელმა,  კახა სუხიტაშვილმა, წარმატებული უწოდა. 

      ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში, კახა სუხიტაშვილთან  და თესაუ-ს პროფესორებთან  ერთად, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრო ორგანიზაციათა ქსელის (CENN) პროექტის- ,,ნარჩენების მართვის ტექნოლოგიური რეგიონებში“-წარმომადგენელი, კახა რუხაიაც იყო, გამარჯვებული მონაწილეები გამოავლინა. ყველა ფინალისტს  სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები  გადაეცა.  გამარჯვებულები კი, ფასიანი საჩუქრებით და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრიზით-ვაშლოვანის ნაკრძალის ტურით- დაჯილდოვდნენ.

    

 
მნახველთა რაოდენობა: 4095